აშშ-ის საჰაერო თავდასხმის შედეგად სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მაღალჩინოსნის ლიკვიდაცია განხორციელდა, - ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურ სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, მოკლულია უსამა ჯამალ მუჰამედ იბრაჰიმ ალ-ჯანაბი. ცენტრალური სარდლობის მტკიცებით, თავდასხმის შედეგად სამოქალაქო პირები არ დაშავებულან. 2024 წლის იანვრიდან მარტამდე პერიოდში, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ და მისმა პარტნიორებმა სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ შვიდი წევრის ლიკვიდაცია განახორციელეს და 27 დააკავეს, ამავე პერიოდში, ერაყში ISIS-ის 11 წევრის ლიკვიდაცია განხორციელდა, 36 კი - დააკავეს.