მარტოობის 100 წელიწადი , ცნობილი კოლუმბიელი მწერლის გაბრიელ გარსია მარკესის რომანია. წიგნის ორიგინალი არგენტინაში 1967 წელს , გამომცემლობა Editorial Sudamericana-ს მიერ ესპანურ ენაზე გამოიცა.რომანში მოქმედებები ვითარდება გამოგონილ ქალაქ მაკონდოში და მოგვითხრობს ბუენდიების ოჯახის ისტორიას რომელიც საუკუნეზე მეტ ხანს გრძელდება დაწყებული ხოსე არკადიო ბუენდიადან, ძლიერი ნებისყოფის მქონე და იმპულსური ლიდერიდან , რომელმაც დაარსა
ქალაქი მაკონდო და დასრულებული ბუენდიების ოჯახის უკანასკნელი წარმომადგენლით, აურელიანო ბაბილონიოთი.
ამ რომანის მთავარი პერსონაჟად კი თავად ქალაქი მაკონდო გვევლინება, რომელიც ისეთივე სასიცოცხლო ციკლს გადის, როგორც ნებისმიერი ცოცხალი არსება.გაბრიელ გარსია მარკესი დაიბადა 1927 წელს კოლუმბიაში, მაგდალენას დეპარტამენტის პატარა ქალაქ არაკატაკაში დაიბადა. იღებდა იურიდიულ განათლებას, თუმცა შემდგომში დაკავდა ჟურნალისტური საქმიანობით.
ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც თვრამეტი წლის იყო, სურდა დაეწერა რომანი, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა თავის პაპა-ბებიის სახლის ამბებზე, სადაც ის გაიზარდა. იგი მტკიცედ განაგრძობდა ბრძოლას აზრებთან, ფიქრობდა წერის ხელსაყრელ სტილსა და იდეაზე. ერთ დღესაც, მან ამ ყველაფერზე პასუხი მაშინ მიიღო, როდესაც ოჯახთან ერთად მანქანით აკაპულკოსკენ მიემართებოდა. მარკესმა მანქანა გზიდან მოატრიალა და ოჯახი სახლში დაბრუნდა, რათა მას წერა დაეწყო. ავტომობილიც გაყიდა, რადგან იმ პერიოდში, როცა ის წერით იქნებოდა დაკავაბული, ოჯახს საარსებოდ ფული ესაჭიროებოდა. მაგრამ რომანმა იმაზე მეტი დრო წაიღო, ვიდრე ის ვარაუდობდა, თვრამეტი თვის მანძილზე მარკესი ყოველდღე წერდა. მისი მეუღლე საკვებს ნისიად იღებდა, ბინის მეპატრონისთვის კი ცხრა თვის ქირა დაუგროვდათ გადასახდელი. მას შემდეგ, რაც 1967 წელს წიგნი დაიბეჭდა, იგი მისი კომერციულად ყველაზე წარმატებული რომანი გამოდგა.
რომანმა საყოველთაო პოპულარობა მოიპოვა, ავტორს კი 1972 წელს ნობელისა და რომულო გალიეგოსის პრემიები მოუტანა.
მწერალმა სიცოცხლეში არაერთი რომანი , ნოველა , მოთხრობა თუ არამხატვრული ნაწარმოები შექმნა , მისი რომანები ითარგმნა მსოფლიოს ყველა ენაზე და გაყიდულია მათი მილიონობით ეგზემპლიარი.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2012 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერიტილი ჯი.