რიკოთზე ქარის ელექტროსადგურის აშენება იგეგმება. სამუშაოებს შპს „ტაბა“ შეასრულებს. აღსანიშნავია, რომ პროექტით განსაზღვრული ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით 38 მლნ დოლარი იქნება.
რაც შეეხება ვადებს, „ტაბამ“ ნებართვის მოპოვებიდან 10 თვის ვადაში უნდა დაიწყოს მშენებლობა, ხოლო მშენებლობის დაწყებიდან 18 თვის ვადაში ელექტროსადგური ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს.
„რიკოთის“ ქარის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 24 მეგავატი იქნება, ხოლო მისი წლიური გამომუშავება 100 მლნ.კვტ.სთ.
შეგახსენებთ, საქართველოში პირველი „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ 2016 წელს აშენდა. ე.წ გორის ქარის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრეა 21.7 მგვტ. ამასთანავე, საშუალო წლიური გამომუშავება 84.2 მლნ კილოვატს შეადგენს.