5 თვეში საქართველოში თითქმის 19 მლნ დოლარის ჩინური ავტომობილი შემოვიდა.ბოლო პერიოდში საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი რეკორდულად გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 5 თვეში, ჩინეთიდან 1 119 ერთეული მანქანა შემოვიდა, რაც რაოდენობრივად 54%-ით, ხოლო ღირებულების თვალსაზრისით 117%-ით აჭარბებს, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოში სულ 726 ჩინური ავტომობილი შემოიყვანეს. ამასთან, ჩინეთის წილი ავტომობილების მთლიან იმპორტშიც გაზრდილია. კერძოდ, წელს 5 თვეში საქართველოში ჯამში 65 455 ერთეული მანქანა შემოვიდა, საიდანაც 1.7% ჩინურზე მოდიოდა. გასული წლის იანვარ-მაისში კი ავტომობილების იმპორტში ჩინურის წილი მხოლოდ 0.9% იყო. რაც შეეხება ღირებულებას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ჩინეთიდან იმპორტირებული ერთი ავტომობილი საშუალოდ, 16 600 დოლარი ღირს, თუმცა მარკისა და მოდელის მიხედვით, ფასი შესაძლოა უფრო ნაკლები, ან მეტი იყოს.