რამდენიმედღიანი წვიმის, მდინარეების ადიდებისა და ნიადაგის ფენათა ჩამოქცევის მიზეზით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხრეთ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - Palitra News

რამდენიმედღიანი წვიმის, მდინარეების ადიდებისა და ნიადაგის ფენათა ჩამოქცევის მიზეზით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხრეთ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

2024-06-20 12:29:11+04:00

რამდენიმედღიანი წვიმის, მდინარეების ადიდებისა და ნიადაგის ფენათა ჩამოქცევის მიზეზით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხრეთ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სტიქიას ქვეყანაში სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც Reuters წერს, განსაკუთრებიტ რთული ვითარება გუანდონგშია. ჩინეთის სხვა სამხრეთ რეგიონებში ვითარება შედარებით მსუბუქია. ზოგიერთ მათგანში მესამე ხარისხის საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. როგორც მედია წერს, ზაფხულის პერიოდში ჩინეთში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობები ხშირია.