ვლადიმერ პუტინი - ვიეტნამთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია - Palitra News

ვლადიმერ პუტინი - ვიეტნამთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია

2024-06-20 12:28:30+04:00

ვლადიმერ პუტინი ვიეტნამში იმყოფება. ვიეტნამელ კოლეგასთან ტო ლამთან მოლაპარაკების დროს პუტინმა განაცხადა, რომ ვიეტნამთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება რუსეთის ერთ-ერთი პრიორიტეტია. რუსეთის პპრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის პროგრესულად ვითარდება სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები. რუსული მედიის ინფორმაციით, ვიეტნამის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს „რუსეთის საპრეზიდენტო არჩევებში მოსახლეობის აბსოლუტური მხარდაჭერით“ გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს პუტინის კურსის მიმართ, მოსახლეობის მაღალ ნდობას ადასტურებს.