საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ ლგბტ პროპაგანდის წინაარმდეგ შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დაიწყო. საკითხის განხილვა პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მიმდინარეობს, რომელშიც ოპოზიცია არ მონაწილეობს. სხდომაზე მხოლოდ „გირჩის“ დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი იმყოფებოდა, რომელმაც მომხსენებელს, რატი იონათამიშვილს კითხვა დაუსვა, პასუხის შემდეგ კი დარბაზი დატოვა. მმართველი გუნდისა და ოპოზიიცის წარმომადგელნებმა საკითხზე კომენტარები კომიტეტის მიღმაც გააკეთეს.