ვიეტნამში ვიზიტამდე ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდა, სადაც კიმ ჩენ ინთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ურთიერთდახმარებას ერთ-ერთი ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელის, მაიკლ კარპენტერის განცხადებით, პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი მიანიშნებს, რომ რუსეთს სხვა ქვეყნებთან, კერძოდ ჩრდილოეთ კორეასთან, ირანთან, სირიასთან და გარკვეულწილად ჩინეთთან, კოალიციის შეკრება სურს. მისი თქმით, ეს არის, ფართო გაგებით, კოალიცია, რომელსაც რუსეთი აყალიბებს. კარპენტერი აღნიშნავს, რომ ბევრად მეტია იმ ქვეყნების რიცხვი და მნიშვნელობა, რომლებიც მხარს უკრიანას უჭერენ.