იპოდრომის ტყის სარეკრეაციო ზონის სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოსთან აქცია გაიმართა. შეკრებილების მთავარი მოთხოვნა - 14 ივნისს საკრებულოს უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი პროექტის შეჩერებაა, რომლის ფარგლებშიც, იპოდრომის ტერიტორიაზე ტყის გაჩეხვა და 6 ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება. მოქალაქეების მიერ ორგანიზებულ აქციას ოპოზიციური პარტიების ნაწილიც შეუერთდა. მათ ყურადღება ქალაქის არასწორ ურბანულ დაგეგმარებაზე გაამახვილეს. ასევე ისაუბრეს პროექტის განმახორციელებელ კომპანიასა და ბიძინა ივანიშვილის კავშირებზეც.