სახალხო დამცველმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში გააცნო. სხდომა ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე ჩატარდა. როგორც მმართველი გუნდის ოპონენტები აცხადებენ ქართული ოცნების მიერ გამოქვეყნებულ ნებისმიერ ანგარიშსს ისინი უნდობლობას უცხადებენ. ოპიზიცია თვლის რომ ომბუდსმენი ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირია, შესაბამისად მისგან სამართლიანი მოხსენება ნაკლებად მოსალოდნელია. ისინი აცხადებენ რომ ქვეყნაში ვითარება ყოველდღიურად უარესდება, სახალხო დამცველის შეფასება კი ამ დრომდე არ ჩანს.