საქართველოს პარლამენტი დღეს ე. წ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის განიხილვას იწყებს. პროექტი დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილება. განხილვის მიუხედავად, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმს აგრძელებს. ქართული ოცნების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ მმართველი ძალა მსგავსი კანონის მიღებით ძალადობას ახალისებს და ადამიანის უფლებებს საფრთხის ქვეშ აყენებს. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ქართული ოცნების მიერ დემოკრატიული ცვლილებებისა და გადაწყვეტილებების მოლოდინი არ აქვთ, მიაჩნიათ რომ ხელისუფლება ოკუპანტი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის კანონებით მოქმედებს.