როგორ აფასებენ ოპოზიციური პარტიების წევრები საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი სიებით წარდგენას - Palitra News

როგორ აფასებენ ოპოზიციური პარტიების წევრები საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი სიებით წარდგენას

2024-06-19 19:49:40+04:00

ოპოზიციური პარტიების წევრები საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი სიებით წარდგენას დადებითად აფასებენ. როგორც მმართველი გუნდის ოპონენტები აცხადებენ ქართული ოცნება რუსულ ინტერესებზე დაყრდნობით მოქმედებს, ამიტომ ოპოზიციის ერთობა და საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიებით მონაწილეობა ერთადერთი გამოსავალია. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, მიაჩნიათ რომ ოქტომბრის თვეში დაგეგმილ არჩევნებში მკვეთრი ხმათა რაოდენობით ქართულ ოცნებას დაამარცხებენ.