ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ოპოზიციურ სპექტრში კვლავ კრიტიკის საგანია - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" მიაჩნიათ, რომ ქართული ოცნების მხრიდან, პორტის 49% - ის ჩინეთისთვის გადაცემა რუსეთის შავ ზღვაში შეყვანასთან ასოცირდება - Palitra News

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ოპოზიციურ სპექტრში კვლავ კრიტიკის საგანია - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" მიაჩნიათ, რომ ქართული ოცნების მხრიდან, პორტის 49% - ის ჩინეთისთვის გადაცემა რუსეთის შავ ზღვაში შეყვანასთან ასოცირდება

2024-06-19 19:43:03+04:00

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ოპოზიციურ სპექტრში კვლავ კრიტიკის საგანია. როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, ქართული ოცნების მხრიდან, პორტის 49% - ის ჩინეთისთვის გადაცემა რუსეთის შავ ზღვაში შეყვანასთან ასოცირდება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ პორტის მშენებლობის საკითხი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობისთვისაც საგანგაშოა, ხოლო ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, წლების წინ დაწყებულ „ლაზიკის“ მშენებლობის პროექტს განახორციელებენ.