ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა სახალხო დამცველის გასული წლის ანგარიშს მოუსმინა - რა ძირითად საკითხებზე გაამახვილა ყურადღება ლევან იოსელიანმა - Palitra News

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა სახალხო დამცველის გასული წლის ანგარიშს მოუსმინა - რა ძირითად საკითხებზე გაამახვილა ყურადღება ლევან იოსელიანმა

2024-06-19 19:38:20+04:00

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა სახალხო დამცველის გასული წლის ანგარიშს მოუსმინა ლევან იოსელიანმა დეპუტატებს 400-ს გვერდიანი დოკუმენტის მთავარი მიგნებები წარუდგინა. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მძიმე ყოფაზე, აქციების დაშლაზე, მომიტინგეების ცემასა და ე.წ.ლ გამჭირვალობის კანონზე. მმართველი გუნდი შენიშვნების ნაწილს იზიარებს. ქვეყანაში დემოკრატიული სტანდარტების გაუარესებაზე საუბრობს ოპოზიცია.