საპარლამენტო უმრავლესობა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტს მიმდინარე კვირას განიხილავს - დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს საკანონმდებლო პაკეტს - Palitra News

საპარლამენტო უმრავლესობა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტს მიმდინარე კვირას განიხილავს - დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს საკანონმდებლო პაკეტს

2024-06-19 15:21:42+04:00

საპარლამენტო უმრავლესობა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს მიმდინარე კვირას პირველი მოსმენით განიხილავს. ხუთშაბათს, 20 ივნისს საკანონმდებლო ორგანოში აღნიშნული საკითხის განხილვა რამდენიმე კომიტეტზეა დაგეგმილი. უმრავლესობის განმარტებით, კანონპროექტის ინიცირების მიზანი ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა. დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს.