პეტრე ცისკარიშვილი - ანაკლიის პორტის გადაქცევა უნდათ ნოვოროსიისკის პორტის დამატებად - Palitra News

პეტრე ცისკარიშვილი - ანაკლიის პორტის გადაქცევა უნდათ ნოვოროსიისკის პორტის დამატებად

2024-06-19 15:19:20+04:00

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პლატფორმა გამარჯვებისთვის წარმომადგენლებმა შეხვედრა სახელწოდებით “ლაზიკა, გაშვებული შესაძლებლობა” გამართეს. აღნიშნულ შეხვედრაზე განიხილეს ანაკლიის პორტის საკითხები, კერძოდ "ქართული ოცნების" მხრიდან, პორტის 49% ის ჩინეთისთვის გადაცემა და გეოპოლიტიკურად ანაკლიის პორტის მნიშვნელობა. "ნაციონალური მოძრაობა" მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მჭიდრო კომუნიკაცია და ჩინეთთან მკაფიო პარტნიორობა ცხადად ასახავს "ქართული ოცნების" მიზანს, რომ საქართველი კიდევ უფრო დაუახლოოს რუსეთს.