საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა ინტერპრესნიუსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში არაერთ საკითხზე ისაუბრა. ამერიკელმა დიპლომატმა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. მან ძირითადი ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობაზე და საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილა. ამერიკელი დიპლომატის გზავნილები უკვე შეაფასეს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა.