აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოები გრძელდება. გაზგამანაწილებელი ინფრასტრუქტურა შენდება ისეთ დასახლებებში, სადაც ბუნებრივ აირს მოსახლეობა არასდროს მოიხმარდა. გაზიფიცირების სამუშაოების მიმდინარეობას ხელვაჩაურის სოფელ ქვედა ჩხუტუნეთში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი და საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გაზიფიცირების სამსახურის უფროსი კახა დვალი ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, გაეცნენ.
ამჟამად გაზიფიცირების პროექტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჯამურად აშენდება 65 000-ს მეტრზე მეტი სიგრძის გაზსადენი, რაც 360-ც ადგილობრივ აბონენტს ბუნებრივი გაზით სარგებლობის საშუალებას მისცემს.