იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს მხარს უჭერენ - Palitra News

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს მხარს უჭერენ

2024-06-19 09:19:52+04:00

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს მხარს უჭერენ. სტოლტენბერგის თქმითვე, მათ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს დამარცხება სურთ. ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, თუ მათ უკრაინაში წარმატებას მიაღწიეს, მსოფლიო უფრო სახიფათო გახდება. სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინის მიმართ მხარდაჭერა, მით მალე დასრულდება ომი.