რუსული ძალების თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. ლვოვში დრონებით თავდასხმის შედეგად, 70 წლის მამაკაცი დაშავდა. ლვოვის მერის, ანდრეი სადოვოის განცხადებით, მალეხოვის თემში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და კერძო სახლები დაზიანდა, ამასთან დაზიანებულია საოფისე ფართიც. მანამდე ცნობილი გახდა, რომ საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადებული იყო ხარკოვის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის, ხერსონის, ოდესისა და ვინიცის ოლქებშიც. მედიის ინფორმაციით, ლვოვში და სხვა ქალაქებში საჰაერო თავდაცვა აქტიურად მუშაობდა.