საპარლამენტო უმრავლესობა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს მიმდინარე კვირას პირველი მოსმენით განიხილავს. ხუთშაბათს, 20 ივნისს საკანონმდებლო ორგანოში აღნიშნული საკითხის განხილვა რამდენიმე კომიტეტზეა დაგეგმილი. უმრავლესობის განმარტებით, კანონპროექტის ინიცირების მიზანი ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა. განსხვავებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციაში. ოპოზიციის ნაწილის თქმით აღნიშნული კანონპროექტი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და მიზნად ისახავს წინასაარჩევნოდ ანტიდასავლური რიტორიკის გაღრმავებას.