როგორ ემზადებიან რეგიონებში საქართველოს საფეხბურთო მატჩისთვის - Palitra News

როგორ ემზადებიან რეგიონებში საქართველოს საფეხბურთო მატჩისთვის

2024-06-18 15:12:29+04:00

დღის მთავარი მოვლენისთვის, ჩვენი ნაკრების მატჩისთვის, რეგიონებშიც აქტიურად ემზადებიან - ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის ბათუმში, ზუგდიდსა და რუსთავში საქართველოსა და თურქეთის საფეხბურთო მატჩისთვის ეკრანები მონტაჟდება, რათა საზოგადოებამ უმნიშვნელოვანესი შეხვედრის ხილვა პირდაპირ ეთერში შეძლოს. შეხვედრამდე 5 საათზე ნაკლები რჩება, შესაბამისად დაძაბულობა პიკს აღწევს - როგორ ემზადებიან რეგიონებში ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი საფეხბურთო მატჩისთვის.