საქართველოს ეროვნული ნაკრები, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე დღეს ითამაშებს - რა ვითარებაა ამ წუთებში მიხეილ მესხის სტადიონზე - Palitra News

საქართველოს ეროვნული ნაკრები, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე დღეს ითამაშებს - რა ვითარებაა ამ წუთებში მიხეილ მესხის სტადიონზე

2024-06-18 15:08:09+04:00

. 5 საათი ისტორიულ მატჩამდე - საქართველოს ეროვნული ნაკრები, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე სწორედ დღეს ითამაშებს. საქართველოსა და თურქეთის ნაკრებებს შორის მატჩი დღეს, გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, სტადიონ „ზიგნალ იდუნა პარკზე“, თბილისის დროით, საღამოს 8 საათზე საათზე დაიწყება. ამ დაპირისპირებისთვის ქართველი ქომაგი განსაკუთრებულად ემზადება. გულშემატკივრები დღევანდელი შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაციის ხილვას მიხეილ მესხის სტადიონზე შეძლებს. ამჟამად, სტადიონზე 6 დიდი ეკრანი მონტაჟდება, ასევე, სტადიონის გარეთ მოწყობილია კვების ზონა. რა ვითარებაა ამ წუთებში მიხეილ მესხის სტადიონზე.