რამდენიმე საათი ისტორიულ მატჩამდე - საქართველოს ნაკრები თურქეთის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება - Palitra News

რამდენიმე საათი ისტორიულ მატჩამდე - საქართველოს ნაკრები თურქეთის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება

2024-06-18 13:25:30+04:00

ისტორიულ მატჩამდე სულ რაღაც შვიდი საათი რჩება. ვინც ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ გერმანიაში გამგზავრება ვერ მოახერხა, დღეს სულ ცოტა 90 წუთის განმავლობაში ტელეეკრანებს მიეჯაჭვება. ნაკრების ფეხბურთელებს ბოლომდე აქვთ გათავისებული ის პასუხისმგებლობა, რასაც მათ ამ ჩემპიონატში მონაწილეობა აკისრებთ. გარდა ამისა, ჩვენი ბიჭები შესანიშნავ ფორმაში არიან და ეს მონტენეგროსთან ჩატარებულმა ამხანაგურმა მატჩმაც ცხადყო. ევრო 2024, ეფ ჯგუფი, პირველი ტური. საქართველოს ნაკრები თურქეთის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება. ვნახოთ ვინ არიან ჩვენი მოწინააღმდეგეები და როგორ აფასებს მათ სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ი. რა თქმა უნდა ჯერ ჩვენი გუნდით დავიწყოთ. სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ღირებულება 161 მლნ ევროს შეადგენს, თურქეთის ნაკრების ფასი კი 324 მლნ ევროა.

რაც შეეხება ყველაზე ძვირად ღირებულ 5 ფეხბურთელს, სია ასე გამოიყურება: საქართველოს ნაკრები: ხვიჩა კვარაცხელია - 80 მლნ ევრო;

გიორგი მამარდაშვილი - 35 მლნ ევრო; გიორგი მიქაუტაძე - 15 მლნ ევრო;

ოთარ კიტეიშვილი - 5 მლნ ევრო; საბა ლობჟანიძე - 3 მლნ ევრო;