გასულ წელს შემოწმებული ფულის 56% ყალბი აღმოჩნდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2023 წლის ანგარიშშია ნათქვამი.კერძოდ, როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ექსპერტიზა 6 350 ცალ ფულის საეჭვო ნიშანზე ჩატარდა, საიდანაც 56.1% ანუ 3 562 ყალბი აღმოჩნდა, 1 879 ნამდვილი, ხოლო 909 ცალ ფულის ნიშანზე ექსპერტიზამ დაადგინა, რომ არგადახდადი იყო. კერძოდ, ექსპერტიზა ჩატარდა საკასო ცენტრის სალაროებიდან, კომერციული ბანკებიდან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებიდან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან, სამართალდამცავი ორგანოებიდან გაგზავნილ და ფიზიკური პირების მიერ მიწოდებულ ფულის საეჭვო ნიშანზე. აქედან, უმეტესობა ლარის ბანკნოტები იყო; შემდეგ ლარის მონეტები; ასევე დოლარი; და ევრო.