საქართველოდან ექსპორტირებული მოცვის რაოდენობაც გაიზარდა და ღირებულებაც. დღეის მდგომარეობით, საქართველოდან 11 მილიონ 400 ათასი დოლარის მოცვია ექსპორტირებული - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 2024 წლის 1-ელი მაისიდან 16 ივნისის ჩათვლით, 1800 ტონა მოცვი გავიდა ქვეყნიდან. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის მოცულობა 4.5-ჯერ, ხოლო ღირებულება - 4.2- ჯერ გაიზარდა