საქართველოში ფულადი გზავნილები შემცირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს მაისში ქვეყანაში 284 მილიონ 308 ათასი დოლარი გადმოირიცხა, რაც 27% -ით ნაკლებია წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე. გასული წლის მაისში ფულადმა გზავნილებმა 390 მილიონ 240 ათასი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც წელს მაისში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა, ლიდერობს იტალია, რომელზეც ფულადი გზავნილების 17% მოდის, მოსდევს რუსეთი 16.9%-ით და აშშ - 16,6%-ით.