ტოკიოს ცენტრალურ იოიოგის პარკში, ქართული ღვინის მასშტაბური ფესტივალი, იაპონიაში საქართველოს დღეების ფარგლებში გაიმართა - Palitra News

ტოკიოს ცენტრალურ იოიოგის პარკში, ქართული ღვინის მასშტაბური ფესტივალი, იაპონიაში საქართველოს დღეების ფარგლებში გაიმართა

2024-06-18 12:17:44+04:00

ტოკიოს ცენტრალურ იოიოგის პარკში, ქართული ღვინის მასშტაბური ფესტივალი, იაპონიაში საქართველოს დღეების ფარგლებში გაიმართა. ორდღიან ფესტივალზე, იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის იმპორტიორებმა, ქართული ღვინის 9 კომპანიის 12-ზე მეტი დასახელების ქართული ღვინო წარადგინეს.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, „საქართველოს დღეები იაპონიაში“ პირველად გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოხდა.