ივლისში ევროკავშირი უკრაინასთან და მოლდოვათან გაერთიანებაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს დაიწყებს - Palitra News

ივლისში ევროკავშირი უკრაინასთან და მოლდოვათან გაერთიანებაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს დაიწყებს

2024-06-18 09:32:34+04:00

როგორც ცნობილია, ივლისში ევროკავშირი უკრაინასთან და მოლდოვათან გაერთიანებაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს დაიწყებს. ჩამონათვალში ვერ მოხვდა საქართველო და ამ ფაქტს ხელისუფლების ოპონენტები „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ პოლიტიკას უკავშირებენ. ისინი ფიქრობენ, რომ ვიდრე ქვეყანას ბიძინა ივანიშვილის გუნდი მართავს, საქართველო ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს ვერ დაიწყებს. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ რეფორმების კუთხით ჩვენი ქვეყანა მოლდოვასა და უკრაინას ჩამორჩება.