“რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონების გავრცელება“ - ამ სახელწოდებით, დღეს „ჰელსინკის კომისია“ ბრიფინგს ჩაატარებს, რომელზეც განხილული იქნება, თუ როგორ და რატომ იღებს მრავალი ქვეყანა ავტორიტარულ ინსტრუმენტს სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირებისთვის. განსაკუთრებული აქცენტი საქართველოზე, ყირგიზეთზე, სლოვაკეთსა და უნგრეთზე გაკეთდება. ჰელსინკის კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრიფინგზე სპიკერები აშშ-ის ადვოკატთა ასოციაციის ადამიანის უფლებათა ცენტრის უფროსი იურიდიული მრჩეველი, კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და საზოგადოებრივ საქმეთა სკოლის ასოცირებული პროფესორი და ორგანიზაცია „სლოვაკეთის მეგობრების“ თავმჯდომარე იქნებიან. ბრიფინგი ადგილობრივი დროით 14:00 საათზე დაიწყება.