ვაკე-საბურთალოსა და გლდანის რაიონებში წყლის მიწოდების პრობლემასთან დაკავშირებით ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი განცხადებას ავრცელებს. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის აქტივების მართვის დირექტორი მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე წყლის მიწოდება 100 ათასზე მეტ ოჯახს 24 საათზე მეტია რაც შეზღუდული აქვთ. ტექნიკური სამუშაოების ხანგძლიბობას კომპანიაში ვერ ასახელებენ თუმცა აცხადებენ რომ სამუშაოები ხვალიდან დაიწყება და მაქსიმალურად მოკლე პერიოდში დასრულდება.