საქართველო ევროპაში პატიმრების რაოდენობით მეორე ადგილზე მოხვდა. აღნიშნულის პარალელურად კი, პენიტენციური დაწესებულებების ნაწილში პატიმართა გადატვირთულობის პრობლემა დგას. სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით არსებული 14 ციხიდან 4-ში პატიმრების საერთო რაოდენობის 70% იყრის თავს. რა მდგომარეობაა ციხეებში, რა გამოწვევებს ვერ პასუხობს მათი ნაწილი და როგორია სახალხო დამცველის შეფასება ქვეყანაში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან პროცესებზე, აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენი ჟურნალისტი, ეკა ლემონჯავა მოგვიყვება, რომელიც ლევან იოსელიანს ესაუბრა.