რუსეთში, უკრაინის მხრიდან ლიპეცკის ოლქზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ოლქის გუბერნატორის, იგორ არტამონოვის განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ 4 დრონი ჩამოაგდო. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დრონებით თავდასხმის სამიზნე იყო ადგილზე არსებული ტრაქტორის ქარხანა და მეტალურგიული კომბინატი. მსხვერპლისა და დაზიანებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დრომდე უცნობია.