თენგიზ ნასარიძე - ველოდებით წარმატებულ ალოობას - სამინისტრო და კერძო სექტორი მზად არის, ფერმერებს მოსავლის ამღები ტექნიკით დაეხმაროს - Palitra News

თენგიზ ნასარიძე - ველოდებით წარმატებულ ალოობას - სამინისტრო და კერძო სექტორი მზად არის, ფერმერებს მოსავლის ამღები ტექნიკით დაეხმაროს

2024-06-17 12:14:21+04:00

მეხორბლე ფერმერებთან და წისქვილკომბინატების წარმომადგენლებთან ხორბლის მოსავლის აღების, დაბინავებასა და რეალიზაციაში ხელისშეწყობის საკითხები განიხილეს შეხვედრაზე სიღნაღში, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, თენგიზ ნასარიძე, ასევე სიღნაღის და ლაგოდეხის მერები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო შესაბამისი ტექნიკით უზრუნველყოფის მნიშვნელობას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სახელმწიფო კომპანიის 30 კომბაინი უკვე მობილიზებულია და საჭიროებისთანავე პროცესში ჩაერთვება. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება მარცვეული კულტურების აღების პროცესში ფერმერებს კოორდინირებულად დაეხმარება.