ადმინისტრაცია - მავნებლური საქციელით ცდილობენ მთელი ქვეყნისთვის საყვარელი ფეხბურთელები და მთლიანად საზოგადოება უარყოფითად განაწყონ პრეზიდენტის მიმართ - სირცხვილია, როცა ეს ისტორიული მატჩის წინ ხდება - Palitra News

ადმინისტრაცია - მავნებლური საქციელით ცდილობენ მთელი ქვეყნისთვის საყვარელი ფეხბურთელები და მთლიანად საზოგადოება უარყოფითად განაწყონ პრეზიდენტის მიმართ - სირცხვილია, როცა ეს ისტორიული მატჩის წინ ხდება

2024-06-17 09:21:35+04:00

მავნებლური საქციელით ცდილობენ მთელი ქვეყნისთვის საყვარელი ფეხბურთელები და მთლიანად საზოგადოება უარყოფითად განაწყონ პრეზიდენტის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ ყველანაირი სპეკულაცია აქტებსა თუ განკარგულებებზე არის პრეზიდენტის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა.

მიუღებელია ჩვენი გუნდის წევრების დაყოფა და მათი დამსახურების არათანაბარ პირობებში ჩაყენება, - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაშია ნათქვამი.

ფედერაცია ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 13 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციას საფეხბურთო ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოების შესახებ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით, ღირსების ორდენზე პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი თავდაპირველი სია, სადაც "ჩვენი ეროვნული გუნდის სრული შემადგენლობა, სამწვრთნელო შტაბი, ადმინისტრაციული პერსონალი და ფეხბურთის ფედერაციის მენეჯმენტი იყო შეყვანილი, გაუგებარი მიზეზით, არასრული შემადგენლობით იყო გამოქვეყნებული".