პარტია „ლელოში" ადასტურებენ, რომ წინასაარჩევნოდ გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებები პარტია „დროასთან", „გირჩი-მეტი თავისუფლებასთან" და „ახალთან“ მიმდინარეობს. პარტიის ერთ-ერთი წევრი, გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხება არა ერთიან სიაზე, არამედ საერთო იდეაზე გადის. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველს ალტერნატიული არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონდეს. რა კონფიგურაციით წარსდგება ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებზე, ამაზე ხელისუფლების ოპონენტებს ერთიანი მოსაზრება ჯერ არ აქვთ.