აშშ-ის შემდეგ ოპოზიციის დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ქმედით ნაბიჯებზე ევროკავშიტიც გადავა. ისინი ამბობენ, რომ თვის ბოლოს დაგეგმილ სხდომაზე სანქციებზე ისაუბრებენ და „ქართული ოცნების“ იმ წევრებს დაასანქცირებენ, რომლებიც ე.წ. „გამჭვირვალობის კანონს“ მხარს უჭერენ. მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო პარტნიორები სავიზო შეზღუდვის გარდა ფინანსური სანქციების ბერკეტსაც გამოიყენებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს არა ვარაუდი, არამედ დადასტებული ინფორმაციაა და ამაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. პარტია „გირჩში" კი მიაჩნიათ, რომ ევროპა სანქციების შესახებ გადაწყვეტილებას ასე მარტივად არ მიიღებს.