პარტია „ახალი“ რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებს - პოლიტიკური ძალის ლიდერები მოქალაქეებს ამჯერად ქალაქ ზუგდიდში შეხვდნენ. ლიდერებმა მოქალაქეებთან საუბრისას ქვეყანაში არსებული სიტუაცია და არსებული გამოწვევები განიხილეს. ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას განცხადებით, მათ აქვთ რწმენა რომ პარტია „ახალი“ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე სამეგრელოს რეგიონში პირველ ადგილზე გავა.