შვეიცარიაში უკრაინის მშვიდობის სამიტი დაიწყო. სამიტს 100 ქვეყნის დელეგაცია დაესწრება, მათ შორის 57 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მთელი მსოფლიოდან. სამიტის მიზანი უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი სამშვიდობო პროცესის წამოწყება და შემდგომი ნაბიჯებისთვის ინიციატივების ჩამოყალიბებაა. სამიტის პროგრამა ითვალისწინებს როგორც პლენარულ სხდომებს, ასევე დისკუსიებს შესაბამის თემაზე. სამიტის პირველ დღეს სიტყვით გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც განაცხადა, რომ სამართლიანი მშვიდობისკენ ახლა მთელი მსოფლიო დგამს ნაბიჯებს. მისი თქმით, აუცილებელია თითოეულმა ქვეყანამ დაიცვას გაეროს წესდება და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები. შვეიცარია მშვიდობის სამიტზე რუსეთი არ მიუწვევიათ. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩინეთის დელეგაცია სამიტს არ დაესწრება.