საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. გარდა ამისა, შეხვედრას ესწრებოდნენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმარკი და ვიცე – პრემიერი იულია სვირიდენკო. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოს და უკრაინის ადგილი ევროპაშია. საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის კადრებს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელებში აქვეყნებს. ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ მათ განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და უსაფრთხოების გამოწვევები ორივე ქვეყნისთვის. შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ტყვედ ჩავარდნილი ქართველის, მამუკა გაწერელიას საკითხიც დღის წესრიგში დააყენა. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნულ საქმეზე მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა. ვოლოდიმირ ზელენსკის გარდა, სალომე ზურაბიშვილი ასევე მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა.