ახლო აღმოსავლეთში კვლავ დაძაბული ვითარებაა - ისრაელის ავიაციამ და არტილერიამ ლიბანის სამხრეთში არსებულ სამიზნეებზე ღამით იერიში მიიტანა - Palitra News

ახლო აღმოსავლეთში კვლავ დაძაბული ვითარებაა - ისრაელის ავიაციამ და არტილერიამ ლიბანის სამხრეთში არსებულ სამიზნეებზე ღამით იერიში მიიტანა

2024-06-15 14:56:12+04:00

ახლო აღმოსავლეთში კვლავ დაძაბული ვითარებაა. ღამით ისრაელის ავიაციამ და არტილერიამ ლიბანის სამხრეთში არსებულ სამიზნეებზე იერიში მიიტანა. რამდენიმე საათით ადრე კი ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ისრაელის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ დარტყმები, მესამე დღეა, გრძელდება. ისრაელის საპასუხო იერიშის შედეგად დარტყმები განხორციელდა „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურაზე.