თავდაცვის მინისტრმა სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა. ამ დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ორხევში, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთის ბატალიონის ბაზაზე გაიმართა. საზეიმო ღონისძიებაზე პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის შემდეგ სტუმრებმა ბატალიონის ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს