პრეზიდენტმა შშმ პირთა უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით სოფიო სიჭინავა, უჩა ვახანია და დიმიტრი წვერავა ღირსების მედლით დააჯილდოვა - Palitra News

პრეზიდენტმა შშმ პირთა უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით სოფიო სიჭინავა, უჩა ვახანია და დიმიტრი წვერავა ღირსების მედლით დააჯილდოვა

2024-06-15 12:04:27+04:00

პრეზიდენტმა შშმ პირთა უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით სოფიო სიჭინავა, უჩა ვახანია და დიმიტრი წვერავა ღირსების მედლით დააჯილდოვა. პრეზიდენტმა მათ ჯილდოები განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ფიზიკური პირების მხარდაჭერისთვის და დახმარებისთვის გადასცა. ათონელის რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა სტუმრებს სიტყვითაც მიმართა და თქვა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებიც არასოდეს იქნება დაცული, თუ ქვეყანაში ყველასი და ცალკეული ადამიანის უფლებები არ იქნება დაცული. სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ე.წ რუსულ კანონზეც და თქვა, რომ შშმ პირების უფლებები ამ კანონის მიღებით განსაკუთრებით შეიზღუდა.