საპარლამენტო უმრავლესობა „საარჩევნო კოდექსის“ შეცვლაზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დიდი ალბათობით მომდევნო კვირიდან განიხილავს. სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტს აღნიშნული ვეტო გუშინ ოფიციალურად წარუდგინა. ზურაბიშვილი მოტივირებულ შენიშვნეში განმარტავს, თუ რა საფრთხეს შეუქმნის 2024 წლის საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები საპარლამენტო არჩევნებს. პრეზიდენტის ვეტო მთავარი განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრშიც. საპარლამენტო უმრავლესობაში უკვე ღიად აანონსებენ ზურაბიშვილის მორიგი ვეტოს დაძლევას.