პარლამენტს „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ოფიციალურად წარედგინა - რას განმარტავს სალომე ზურაბიშვილი - Palitra News

პარლამენტს „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ოფიციალურად წარედგინა - რას განმარტავს სალომე ზურაბიშვილი

2024-06-14 19:20:22+04:00

საქართველოს პარლამენტს „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ოფიციალურად წარედგინა. ზურაბიშვილი მოტივირებულ შენიშვნეში განმარტავს თუ რა საფრთხეს შეუქმნის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს საარჩევნო კოდექსში შეტანილი აღნიშნული ცვლილებები. პრეზიდენტი ვეტოში ასევე აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები მიღებულია დაჩქარებული წესით, სათანადო განხილვისა და პროცესში მონაწილე სუბიექტებს შორის კონსენსუსის გარეშე. ზურაბიშვილის მორიგი ვეტო მთავარი განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრშიც.