საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. ეროვნული გუნდი გერმანიის ქალაქ ფელბერტშია დაბანაკებული. გუშინ სამწვრთნელო პროცესში მონაწილეობა 24-მა ფეხბურთელმა მიიღო, ტრავმის გამო გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშეს საბა კვირკველიამ და ოთარ კიტეიშვილმა. ვარჯიშის დასრულების შემდეგ, მედიასთან ბუდუ ზივზივაძემ და ოთო კაკაბაძემ ისაუბრეს. მათი განცხადებით, ნაკრებში შესანიშნავი გარემოა და თურქეთთან შეხვედრას განსაკუთრებულად ელოდებიან