ვიქტორ ორბანი - ნატო-ს 32 წევრიდან 31-ს რუსეთის დამარცხება სურს, ეს შეცდომაა - უნგრეთი მშვიდობის მხარესაა - Palitra News

ვიქტორ ორბანი - ნატო-ს 32 წევრიდან 31-ს რუსეთის დამარცხება სურს, ეს შეცდომაა - უნგრეთი მშვიდობის მხარესაა

2024-06-14 13:09:25+04:00

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ნატო-ს ქვეყნების სურვილი, დაამარცხონ რუსეთი უკრაინაში, შეცდომაა.

ორბანმა უნგრეთის სახელმწიფო რადიოსთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ უნგრეთი ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური წევრია და დასძინა, რომ რუსების დამარცხება ნატო-ს 32 წევრი ქვეყნიდან 31-ს სურს.

"უნგრეთის პოზიციაა, რომ ეს შეცდომაა. თუნდაც თუკი ეს ნიშნავს იმას, რომ მარტო დავრჩით 32-ს შორის", - განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.

მისი თქმით, უკრაინის გამარჯვება აუცილებელი არ არის, მაგრამ ამის მიუხედავად, ნატო მაინც „ხელს უწყობს ომს, უნგრეთი კი - მშვიდობის მხარესაა“. ამასთან, ორბანმა ხაზი გაუსვა, რომ არ სურს „უნგრეთის ტერიტორიის ერთი კვადრატული დიუმიც კი რუსეთის სამხედრო სამიზნე გახდეს “.

ამასთან, უნგრეთის პრემიერის განცხადებით, მისი მთავრობა ხელს არ შეუშლის ნატო-ს მისიას უკრაინაში, მაგრამ არც მონაწილეობას მიიღებს მასში.