პოლიციამ, თბილისში გუშინ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავა - Palitra News

პოლიციამ, თბილისში გუშინ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავა

2024-06-14 12:21:53+04:00

პოლიციამ, თბილისში გუშინ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავა. ბრალდებულმა 50 წლამდე მამაკაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთ-ერთ პირს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნული დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.