პრეზიდენტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს ვეტო დაადო - რას აცხადებენ დეპუტატები - Palitra News

პრეზიდენტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს ვეტო დაადო - რას აცხადებენ დეპუტატები

2024-06-14 12:12:03+04:00

საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებს, რომლითაც ცესკოს გადაწყვეტილებების მისაღებად სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე საჭირო 2/3-ის კვორუმი მცირდება. როგორც პრეზოდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებით ცესკოში გადაწყვეტილებების მისაღებად პარტიებს შორის კონსენსუსის საჭიროება უქმდება და მმართველ პარტიას უჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ გადაწყვეტილება ერთპარტიულად მიიღოს.