რა კონფიგურაციით წარსდგებიან ოპოზიციური პარტიები 26 ოქტომრის საპარლამენტო არჩევნებზე? მათი ნაწეილი თანხმდება, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხების გზა არა ერთიან სიაზე, არამედ საერთო იდეაზე გადის. ისინი გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებენ და ამბობენ, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის გარკვეული სახის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ. რაც შეეხება იმას, ვიხილავთ თუ არა ოპოზიციის ლიდერად საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს - ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ ქვეყნის პოლიტიკაში სალომე ზურაბიშვილის როლი „ქართული ქარტიით“ შემოიფარგლება.